ერთადერთი საინტერესო იქნება თუ თავად ივანიშვილი იყრის კენჭს და კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ხალხის მანდატს, რაც მას სერიოზული რეფორმირებისას კომფორტს შეუქმნიდა, – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნების თემის კომენტირებისას.
“საერთოდ არ არის საინტერესო ვინ შეიძლება იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”. მე ამაზე არც ვფიქრობ. “ქართულ ოცნებაში” ლიდერების გენერაცია არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია გონივრულად, კონკრეტულ ადამიანებზე საუბარი.
ერთადერთი საინტერესო იქნება თუ თავად ივანიშვილი იყრის კენჭს და კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ხალხის მანდატს, რაც მას სერიოზული რეფორმირებისას კომფორტს შეუქმნიდა. ამას მივესალმებოდი. თუ ის არა, მაშინ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. ის აიღებს იმდენ ხმას, რამდენსაც “იჩალიჩებს” პარტია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.