“ქართული ოცნების” წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტია საპრეზიდენტო კანდიდატურას ივლისის მეორე ნახევარში ან აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებს.
მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით შიდაპარტიული კონსულტაციები დაწყებულია.
„ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიაში დაწყებულია. რაც შეეხება კანდიდატის დასახელებას, ამას ჩვენ ივლისის მეორე ნახევარში, აგვისტოს დასაწყისში გავაკეთებთ, საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ღირსეული კანდიდატურა იქნება და ექნება გამარჯვების მაღალი შანსები,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება, 11 მაისს დაგეგმილ ყრილობას, თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებენ, ივანიშვილს კი პარტიის თავმჯომარედ აირჩევენ.