ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7  მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომლის ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.(ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში). ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, მთაში +24, +29, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +20, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში  7 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

იტვირთბა....