ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლიხაურში, 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

იმავე მედიის ცნობით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია, რომელსაც ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. მამაკაცის ცხედარი დღეს დილით, მისმა ძმამ და ბიძაშვილმა მდინარე აჭში იპოვნეს.

შსს-ს თანახმად, გარდაცვლილ მამაკაცს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: რუსთავი2

იტვირთბა....