ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსი ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირევლი არხი ავრცელებს. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამრთლომ გვიან ღამით მიიღო. რუსი ოპოზიციონერი გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.

იმავე მედიის ცნობით, სასამართლო პროცესი 11 მაისს დაინიშნა. ნავალნის განცხადებით, კრემლში გასცეს ბრძანება, რომ პუტინის ინაუგურაციამდე ის არ უნდა დააკავონ.

გუშინ, 5 მაისს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ აქციები გაიმართა, რომლის დროსაც პოლიციამ 1 597 ადამიანი დააკავა. მათი უმეტესობა კი მოსკოვში დააპატიმრეს.

იტვირთბა....