ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში, საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის ოთხი მძღოლი დააკავეს

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის ოთხი მძღოლი გამთენისას, ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხი ავრცელებს.

იმავე მედიის ცნობით, დაკავებული ოთხი მძღოლი ზუგდიდის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე – ძალადობის და 150-ე – იძულების მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კერძო ავტოსადგურების გაუქმების მოთხოვნით, ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები მეორე დღეა აქციას მართავენ. არსებული ინფორამციით, მძღოლების დაკავება აქციის დროს 4 მაისს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის დროსაც, კერძო სადგურისა და ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

იტვირთბა....