ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აყურებინეთ იაგოს ელ-კლასიკო!”

საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ქართული ფან-კლუბის წევრები აქციას მართავენ, რათა “გირჩის” დაპატიმრებულ წევრ და “ბარსელონას” ქომაგ იაგო ხვიჩიას კლასიკოს ყურების საშუალება მიეცეს.

ოფიციალური ქართული ფანკლუბი კვირას, 6 მაისს, 14:00 საათზე დიღმის იზოლატორთან (მაიაკოვსკის ძეგლის პირდაპირ) მართავს მშვიდობიან და აპოლიტიკურ აქციას ერთადერთი მოთხოვნით: აყურებინეთ იაგოს კლასიკო!

მივცეთ იაგოს უფლება, უყუროს სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს, მისი საყვარელი ფეხბურთელის ანდრეს ინიესტას უკანასკნელ კლასიკოს”, – ნათქვამია ფან-კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იაგო ხვიჩიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....