aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: “ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, ნუ იქნებიან ინდეფერენტულნი ნურც ერთი პრობლემის მიმართ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

„განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, ნუ იქნებიან ინდეფერენტულნი ნურც ერთი პრობლემის მიმართ.”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე.

ფორუმზე პრემიერმა ქვეყნის განვითარებისთვის ახალგაზრდების აქტივობის როლზე ისაუბრა.

„განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, ნუ იქნებიან ინდეფერენტულნი ნურც ერთი პრობლემის მიმართ. თქვენი აქტივობა, ძვირფასო ახალგაზრდებო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენი აქტივობა ჩვენ გვაძლევს ენერგიას და თქვენი თამამი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც ძალიან სჭირდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ასევე იმ ახალგაზრდების მოტივაციას, ემსახურონ საკუთარ რეგიონს, რომლებიც მსოფლიოს უნივერსიტეტებში განათლებას მიიღებენ.

„ჩვენი სურვილია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, ისინი იყვნენ მოტივირებული, რომ წავიდნენ და თავიანთ რეგიონებს, თავიანთ სოფელს, თავიანთ რაიონს ემსახურონ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....