aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქუთაისის კაფეში მოწევის შეწყვეტაზე ორმა პირმა უარი თქვა და პატრულს წინააღმდეგობა გაუწია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქუთაისში ერთ-ერთ კაფეში 2 პირი დააკავეს. 3 პირი თამბაქოს ეწეოდა, რის გამოც პატრულს გამოუძახეს. როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, ორმა პირმა სიგარეტის მოწევის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

“ქუთაისში მოხდა შემთხვევა. გამოძახება იყო, რომ მოქალაქეები თამბაქოს შესახებ გამოცემულ ახალ კანონს არღვევდნენ. პატრულის ინპექტორმა სამ პირს მოუწოდა, რომ შეეწყვეტა თამბაქოს მოწევა. ერთი მათგანი დაემორჩილა და 50 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ორმა მათგანმა უარი განაცხადა მოწევის შეწყვეტაზე.

მათ წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. რაზეც ისინი კანონის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დავაკავეთ. ეს  წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას (მუხლიდ 173) ითვალისწინებს”, – განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისიდან ძალაში შევიდა 2017 წელს მიღებული კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის თანახმადაც, 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა (ასევე, ელექტროსიგარეტის) იკრძალება მთელ რიგ დაწესებულებებში.

იტვირთბა....