საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” ბიძინა ივანიშვილზე და არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სწორი და კარგი ნაბიჯია. პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა პრობლემად თავად ქვეყნისთვის იქცა, რადგანაც სხვადასხვა საერთაშორისიო ორგანიზაციები ამაზე უკვე ღიად საუბრობენ და “ფრიდონ ჰაუსის” ანგარიშიც ამის გამოძახილი იყო. ამიტომაც, ამ კონტექსტიდან გამომდინარე მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მისი პოლიტიკაში ღიად ჩართვა მისაღებია.
“ჩემი და ბიძინა ივანიშვილის კონფლიქტი ყველამ ნათლად დაინახა. არა ერთხელ ხმამაღლა მითქვამს, რომ მე და ამ ადამიანს შორის ყველანაირი ურთიერთობა გაწყდა, შესაბამისად გამიჭირდება იმის თქმა არსებობდა თუ არა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა. ყველა მეკითხებოდა გირეკავს? გაძალებს რამეს? ხალხს გიგზავნის? მე ხომ შეკითხვის ობიექტი ვარ.
პირდაპირ ვამბობ, რომ არა მე არავინ არ მმართავს. ვიჭორაო, რომ ვიღაცამ ვიღაცას დაურეკა? არ შემიძლია იმ თემაზე საუბარი, რასაც მტკიცებით ფორმაზე ვერ ვიტყვი. რამდენი პოლიტიკოსი წავიდა და გააქრეს პოლიტიკური ასპარეზიდან, ერთხელ მაინც ვინმემ თქვაა, რომ არაფორმალური მმამრთველობაა და ისინი ვინმემ გაყარა? რომ ვთქვა არაფორმალური მმართველობაა, რით დავამტკიცო, მე ხომ არავინ არაფერს მაძალებს? არა რის ეს არგუმენტი?
წარმოდგენა არ ამქვს პარტიის შიგნით დაპირისპირებაში ივანიშვილი მხარს ვის უჭერს. ერთ პარტიულ მმართველობის პირობებში პარტია ამბობს, რომ დაშლილია. თავადვე აღიარებენ, რომ ისინი, როგორც პარტია ვერ შეადგნენ. აბა პასუხებს მე ვინ გამცემს?”,-განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა “რეაქციაში”.