ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული მარშის” სასიკვდილო შიმშილობის მესამე დღე: 3 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

“ქართული მარშის” სასიკვდილოდ შიმშილობის მესამე დღეს, მოშიმშილეები ცუდად გახდნენ. სანდრო ბრეგაძემ “მეტრონომს” განუცხადა, რომ სამი მათგანი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბრეგაძის თმით, შიმშილობენ დაკავებული “ქართული მარშის” წევრების დედებიც.

“ერთ-ერთი, რომელიც ცუდად გახდა ქალბატონი ვენერაა, მაგრამ ის არ გაყვა სასწრაფო დახმარების მანქანას და დარჩა ადგილზე. ასევე ქალბატონი თამარი, ლადო სადღობელაშვილის დედაც შეუძლოდ იყო, მაგრამ ისიც ადგილზე დარჩა და მანაც უარი განაცხადა საავადმყოფოში გადაყვანაზე, მიუხედავად ექიმების დაჟინებული მოთხოვნისა”- განუცხადა “მეტრონომს” ბრეგაძემ.

იტვირთბა....