საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ტევე პირველთან“ საუბრისას, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, გუშინდელი სხდომა და მარგველაშვილის დარბაზიდან გაქცევა, უკან გადადგმული ნაბიჯი და სამარცხვინო ფაქტი იყო.
უსუფაშვილი ამბობს, რომ გუშინდელი დღის შემდეგ, რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა ქვეყნის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, ხოლო რამოდენიმე ასეულმა კი ამ ქვეყანაზე და ხელისუფლებაზე საერთოდ ხელი ჩაიქნია. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მთელმა მოსახლეობამ დაინახა, თუ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღე და პრეზიდენტის მოხსენება, როგორ ჩამოლაბორანტდა და როგორ იქცა პერსონალური ვნებების, ნერვების და პირადი ანგარიშსწორების დღედ.
„საკუთარ მოსახლეობას ჩვენი ქცევით თავად ვუბიძგებთ, რომ სხვა ქვეყანას თავი შეფარონ და გაიქცნენ. იმის მაგივრად, რომ პრობლემების გადაჭრაზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ, ტელევიზორში მხოლოდ პოლიტიკურ შოუებს ვუყურებთ. ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს იყო პარლამენტის ისტორიაში ყველაზე გაუგებარი და თავისმომჭრელი კენჭისყრა. რა დადგა კენჭისყრაზე? პირველი გეტყვით იმას, რომ პარლამენტის შეონობის სხვენში, ორი ოთახია. ერთი პრეზიდენტის და ერთიც პარლამენტის თავმჯდომარის.
მათ კი ერთი დიდი ეზო აკავშირებთ. ამ ადამიანებს, ხომ შეეძლოთ ერთმანეთთან ესაუბრათ და გაერკვიათ სხდომა რა ფორმატით წარმართულიყო. პარლამენტის თავმჯდომარემ რომ რამე იყოს პრეზიდენტის მოვალეობა უნდა შეასრულოს.
ხომ შეიძლება მათ შესვენებაზე ერთმანეთთან ამაზე მაინც ესაუბრათ. ასე ესენი ქვეყანას გადაჩეხავენ. ახლა რასაც ვისმენთ სპეკულაციებია იმაზე, რომ პრეზიდენტი დებატებზე დაიბარეს და არ ალაპარაკეს. ამ რეჟიმით პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა წლებია მიდის. როდესაც პარლამენტში პრეზიდენტი მიდის, მას დებატები ორ ფორმატში შეიძლება დახვდეს, როდესაც ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლა მიდის ან პოლიტიკური დებატები ეს არის 136-ე მუხლით დადგენილი.
პოლიტიკური დებატები ეს არის არა პარლამენტში მისულ ადამიანებსა და პარლამენტს შორის, არამედ შიგნით პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დებატები. პარლამენტში ასევე, არის პრაქტიკა და ანალოგიები, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეგვიძლია. დადგენილია ის, რომ პრეზიდენტი მივიდა და პარლამენტმა ჩათვალა, რომ სადებატოა პრეზიდენტს შეუძლია დაესწროს. ბოლოში მისი სიტყვით გამოსვლაც რეგლამენტით აღწერილი არ არის. თუ პრეზიდენტს სურვილი ჰქონდა, რომ შუაში ელაპარაკა შეიძლება მანამდე გაეფრთხილებინათ პარლამენტი და სამად გაენაწილებინა გამოსვლა“,-განაცხადა უსუფაშვილმა გადაცემა „დღის ამბებში“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრეზიდენტი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა, რის შემდეგაც დეპუატეტები სიტყვით გამოვიდნენ. პრეზიდენტმა მათთან დებატებში შესვლის უფლება მოითხოვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარისგან უარი მიიღო, რის შემდეგაც მარგველაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრით, უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტს რეგლამენტი უნდა გაეთვალისწინებინა და იმავე ფორმატში გაგრძელებულიყო სხდომა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტის შენობა დატოვა.