“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა რურუა სოციალურ ქსელში ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას ეხმაურება.
“ვარდების მოედანს სახელს უცვლიან ეს მდაბიოები, ვირეშმაკულად თან – პირველი რესპუბლიკის სახელს არქმევენ – ვითომ რომ ვერ შეედავო.
ბარემ ჭორვილას მოედანი დაგერქმიათ, რადგან პირველ რესპუბლიკაზე ზუსტად იმდენი იცით, რამდენიც არაჩვენებურის ზებრებმა იციან ნიცშეზე”, – წერს რურუა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევას მიესალმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.