საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერის თქმით, რეფორმების პაკეტი ითვალისწინებს სხვა სიახლეებსაც, ესენია: მოხალისეთა სისტემა, ალტერნატიუილი სამხედრო სამსახური, და კრიზისების პრევენციის მიზნით სამეცნიერო წრეების ჩართვა.
დღევანდელ სხდომაზე მთავრობა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტს დაამტკიცებს, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის ახალი მოდელი დაინერგება.
“დღეს ჩვენ განვიხილავთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს, რეფორმების ძალიან მნიშვნელოვან პაკეტს, რომლის მიხევითაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა გადადის საგაგნგებო სიტუაციების მართვის სრულიად ახალ მოდელზე, რომელიც ითვალისწინებს გაცილებით უფრო მეტ ჩართულობას, უფრო მაღალეფექტურია, ასევე არის უფრო გამარტივებულიც”, -ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დეტალურად იმიჯნება სახელმწიფო უწყებების კომპეტენციები, და საგანგებო სიტუაციების სამსახური ხდება შემფასებელი, გადაწყვეტილებების მიმღები, და შესაბამისად პასუხისმგებელიც და კოორდინატორიც ასეთ სიტუაციებში.
სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და განახლებაზე, უკვე გამოცხადებულია ტენდერი, სპეციალურად ტყეებისთვის სახანძრო მანქანების შეძენაზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული ავსტიულ კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოში გახლავთ ლიდერი, ასეთი ტიპის მოწყობილობების წარმოების. ეს კომპანია “დელტასთან” ერთად ოპერატიული სახანძრო მანქანის წარმოებას ერთობლივად დაიწყებენ.
ესენი იქნება სახანძრო მანქანების პიკაპის ჩონჩხზე აწყობილი მანქანები, რომლებსაც ექნებათ კომპანია როზემბაუერის აპარატურა და მოწყობილობა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული, ძალიან ეფექტური ოპერატიული სახანძრო- სამაშველო მანქანა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე მალე, რამდენიმე თვეში გვექნება პირველი ეგზემპლარები და წლის ბოლომდე უკვე პრაქტიკულად უნდა გვქონდეს გამართული წარმოება, ასეთი ტიპის მანქანების”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.