ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

დარჩიაშვილი: “ვარდების რევოლუციის წაშლის მცდელობით, კალაძე საკუთარი ძმის მკვლელების მხარეს დგება”

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში “ვარდების რევოლუციის” მოედნისთვის სახელის გადარქმევას ეხმაურება.

“ვარდების რევოლუციის სახელის წაშლის მცდელობით კალაძე საკუთარი ძმის მკვლელების და მკვლელობის არგამომძიებლების მხარეს დგება. იმედს ვიტოვებ, ვერც ხვდება, რომ ამას აკეთებს”, – წერს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევას მიესალმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

იტვირთბა....