რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში პეტროგრაცკის რაიონულმა სასამართლომ 27 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა აქტივისტს, მაქსიმ რაზვეტოვს, იმისათვის, რომ მიტინგზე, რომელიც ომის წინააღმდეგ გაიმართა, ის ევროკავშირის და საქართველოს დროშებს აფრიალებდა. ამის შესახებ დეპუტატმა ბორის ვიშნევსკიმ განაცხადა.
როგორც მოსამართლემ აღნიშნა, რამდენიმე აქტივისტი დაკავებულია არასანქცირებული მიტინგზე მონაწილეობის გამო.
აღსანიშნავია, რომ მიტინგი ეძღვნებოდა, რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების ურთიერთობის გაუმჯობესებას.
ჯამში, სულ 10 აქტივისტია დაკავებული, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის დროშები ეჭირათ ხელში.