aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის პროცესი დღეს გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გირჩის” წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. როგორც “მეტრონომს” ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, სხდომის ზუსტი დრო ცნობილი არ არის, რადგან სასამართოში ამბობენ, რომ როდესაც მათ პოლიცია ადგილზე მიიყვანს, პროცესი მაშინ გაიმართება.

რაც შეეხება დაკავებას, ჯაფარიძის თქმით, მათ პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით კითხავდნენ, რის შემდეგაც ბორკილებდადებული მანქანაში ჩასვეს და იზოლატორში გადაიყვანეს.

“იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს მოწმის სახით კითხავდნენ, შემდეგ გამოიყვანეს ბორკილებდადებული ისე, რომ გადაღება ვერავინ მოასწრო, ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. ამის მეტი ინფორმაცია არ მაქვს”- უთხრა “მეტრონომს” ზურაბ ჯაფარიძემ.

“გირჩის” წევრები გუშინ, გვიან ღამით დააკავეს.  შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის უშლიდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

„პოლიციის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა. სამართალდამცველებმა იგი, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა აღნიშნულ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მ.ს. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. „გირჩის“ წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც 1982 წელს დაბადებული ი.ხ. და 1972 წელს დაბადებული ვ.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....