ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კვირიკაშვილი: “ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები”

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსახლეობა თამბაქოს შესახებ კანონს გაგებით უნდა მოეკიდოს.

“1-ლი მაისიდან დაიწყო თამბაქოს კოტროლის შესახებ ახალი კანონის მოქმედება, რომლის თანახმადაც საქართველო რეგიონში ხდება მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. საქართველოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობა არის 22%, ხოლო მსოფლიოში- 10%. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. მოვუწოდებ მოსახლეობას და ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ამ კანონს. ჩვენ უნდა დავიცვათ თამბაქოს კვამლისგან ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები და დადგენილია ემპირიულად მსოფლიოში, რომ ასეთი კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოქმედებას.

მოვუწოდებ შს სამინისტროს, რომ ეფექტურად განახორციელოს ამ კანონზე კონტროლი, მაგრამ როგორც შს სამინისტროს განცხადებაში იყო ნათქვამი, მოქალაქეებთან თანამშრომლობა და მოქალაქეების მხრიდან გაგება იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....