“გთავაზობთ, რომ ფრაქციების გამოსვლის დასრულების შემდგომ მივცეთ საშუალება პრეზიდენტს, რომ გამოვიდეს. საბაბი არ მივცეთ თქვას, რომ პარლამენტარებს არ სურდათ დებატები”- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კობახიძემ განაცხადა.
ის ფიქრობს, რომ პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს, პრეზიდენტი დებატებში შევიდეს დეპუტატებთან.
“ვიზიარებ კოლეგების პოზიციას, რომ ეს არ არის მისაღები ჟესტი პრეზიდენტისგან, თუმცა პატარა შესწორება რომ შევიტანოთ, შესაძლებელია”- განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. რის შემდეგაც პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ დეპუტატებთან დებატებში შესვლის უფლება მიეცათ, რის შემდეგაც მან სხდომა დატოვა. ამ წუთებში პარლამენტი მსჯელობს, მისცენ თუ არა პრეზიდენტს დებატების უფლება. რეგლამენტის მიხედვით, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მას კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება მხოლოდ დასკვნითი სიტყვის წარმოთმის დროს აქვს. პრეზიდენტი გადაწყვეტილებას სხდომის გარეთ ელოდება.