საქართველოს მწვანეთა პარტიის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე ამ წუთებში, პარლამნტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოდის.
“სამწუხაროდ პირველი რაც უნდა ვთქვა, პრეზიდენტის მოხსენებაზე, რომელიც გახლავთ სახელმწიფოს მეთაური და გარანტი ეროვნული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისა საქართველოში, მის მოხსენებაში ვერაფერი მსგავსი ვერ გავიგე. მოკლე და უცნაური გადასვლებით იყო სავსე. არადა მთელ საქართველოს აინტერესებდა სახელმწიფოს მეთაურის რეაქცია , იმ უსაფრთხოების სისტემასთან, იმ პრობლემებთან, რომელიც არის საქართველოს შიგნით და საქრთველოს გარეთ ხდება.
ბატონო პრეზიდენტო ჩვენ ვინც პარლამენტში ვართ წარმოდგენილები, არ ვართ მხოლოდ 2012 წლის ხალხი. აქაა ხალხი წარმოდგენილი , რომელიც ეროვნული მოძრაობიდან საკუთარ ზურგზე გადიტანა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. როდესაც აქ დესტაბილიზაცია დატრიალდებოდა თქვენი ვეტოების გამო, მერე საზოგადოება თქვენ მოგკითხავდათ საკადრის პასუხს. თქვენ შეგიძლიათ კმაყოფილი დაამთავროთ თქვენი პრეზიდენტობის ვადა, წახვიდეთ პენსიაზე და დაუბრუნდეთ ასე ვთქვათ წინა მოღვაწეობას.”- განაცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი პარლამენტში წლის შემაჯამებელი ანგარიშით დღეს წარსდგა. გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა ამ წუთებში დებატების ფორმატში მიმდინარეობს და დეპუტატებს საშუალება ეძლევათ, კითხვები დაუსვალ პრეზიდენტს.