თქვენ სწორედ “ქართული ოცნების” ერთობამ გაგხადათ პრეზიდენტად, რომელ ერთობასაც პირველივე თანამდებობრივ გზასაყართან აუქციეთ გვერდი და შეხვედით სააკაშვილის სასახლეში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში პრეზიდენტთან დებატების დროს.
“ეს იყო თქვენი ყველაზე სუსტი გამოსვლა, რაც მინახავს. თქვენ სწორედ “ქართული ოცნების” ერთობამ გაგხადათ პრეზიდენტად, რომელ ერთობასაც პირველივე თანამდებობრივ გზასაყართან აუქციეთ გვერდი და შეხვედით სააკაშვილის სასახლეში. სამწუხაროა, რომ “ქართული ოცნების” მოცემული შანსი ხელიდან გაუშვით და როგორც ოპოზიციონერი პრეზიდენტი ისე ჩამოყალიბდეთ ოპოზიციონერობა კარგია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც პირად სარგებელზეა საუბარი.
თუ თქვენი პრეზიდენტობის 5-წლიანი პერიოდიდან ქართველი ხალხის მეხსიერებას თუნდაც ერთი მასშტაბური ეროვნული ინიციატივა დარჩება, მაშინ ჩავთვლი, რომ ხელმოცარული არ მიდიხართ თანამდებობიდან. მე პირადად, დამამახსოვრდებით, როგორც იმ არასამთავრობოების მხარდამჭერად, რომლებიც მხოლოდ ხლისუფლების კრიტიკითაა დაკავებული. თქვენ გამაერთიანებელი როლი უნდა გეთამაშათ და ეს ვერ შეძელით”, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებს შორის დებატები მიმდინარეობს. დღეს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.