ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რომან გოცირიძე: “მარგველაშვილს მთელი ერთი კვირა აშინებდა “ქართული ოცნება”

მარგველაშვილის სუსტი გამოსვლა შეიძლება ეს იმან განაპირობა, რომ “ქართული ოცნება” მთელი ერთი კვირა აშინებდა პრეზიდენტს და პარლამენტში თავდასხმით ემუქრებოდნენ, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე “მეტრონომთან” საუბრისას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას.

“პრეზიდენტის გამოსვლიდან მეტს ველოდი. არ იყო მთავარი პრობლემა ნახსენები, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართება. საერთოდ არ უხსენებია ივანიშვილი, არც პირდაპირ და არც მინიშნებით. თუ იმის თქმაში იგულისხმა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დასუსტებულია, ეს ძალიან რბილადაა ნათქვამი. როგორაა დასუსტებული, როდესაც მთავრობას, სასამართლოს და პარლამენტს ერთი კაცი მართავს. პრეზიდენტის ინსტიტუტი გააუქმა, ხალხს მისი არჩევის უფლება წაართვა და პრეზიდენტს ხმოსნები აირჩევენ. არასწორი აქცენტები იყო მედიაგარემოსთან დაკავშირებით. ხუთი გამოსვლიდან ეს იყო ყველაზე რბილი. შეიძლება ეს იმან განაპირობა, რომ “ქართული ოცნება” მთელი ერთი კვირა აშინებდა პრეზიდენტს და პარლამენტში თავდასხმით ემუქრებოდნენ”, – განაცხადა გოცირიძემ.

დღეს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა.

იტვირთბა....