აკრძალულ ადგილას სიგარეტის მოწევის ფაქტზე, აჭარიდან ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საპატრულო პოლიციას გამოზახების ადგილზე არავინ დახვდა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ პირმა, რომელმაც შსს ინფორმაცია, მიაწოდა მოგვიანებით მობილური ტელეფონი გათიშა და მას ვერ დაუკავშირდნენ.
პირველი მაისიდან ქვეყანაში თამბაქოს მოწევა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ადგილებშიანებადართული. თვალსაჩინო ადგილებზე შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერები უკვე გაჩნდა.