ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილი: “ქვეყანაში მთავარი პრობლემა დასაქმებაა”

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტში, თავის ყოველწლიურ გამოსვლაში უმუშევრობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა  დასაქმებაა.

“ქვეყანაში მთავარი პრობლემა დასაქმებაა.  ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში,  სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს. არ მინდა სტატისტიკური დებატები  გავმართო იმის თაობაზე პროცენტულად რამდენი ადამიანია დასაქმებული და რამდენი არა.  სტატისტიკა ასეთ განსაზღვრებას ეფუძნება: წინა შვიდი დღის განმავლობაში, სულ მცირე 1 საათით მაინც მუშაობდა შემოსავლების მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავეთ – აი ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება  უმუშევრობა საქართველოში.

ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარიო, გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა. დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი მოცულობა დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური, ისინი გადიან სახლიდან და იციან რომ ელოდებათ სიკვდილი.  მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე, რომელიც არსებობს დასაქმების თვალსაზრისით” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....