საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შეწყალების საკითხზე საზოგადოებას კითხვები აქვს და მარგველაშვილმა ამ თემაზე უნდა ისაუბროს.
„თუ პრეზიდენტს ობიექტურობის განცდა შერჩენილი აქვს, მან უნდა ისაუბროს შეწყალების საკითხზე, თვისი პოზიციიდან გამომდინარე. მგონია, რომ საზოგადოებას აქვს კითხვები და ამ კითხვებს თავადვე უნდა გასცეს პასუხი”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს.