ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი მეორე სართულზე ნივთებს გაუჩნდა, რის შედეგადაც 10 კვადრატული მეტრი დაიწვა.
ხანძრის მომენტში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა. გამომწვევ მიზეზებს სპეციალური კომისია ადგენს.
გამოძიება 188 მუხლით დაიწყო, რომელიც ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით გულისხმობს