ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვებთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შეზღუდვები, თამბაქოს მოხმარებას და მისგან გამოწვეულ ზიანს ამცირებს.
მინისტრის თქმით, საქართველოში მოსახლეობის 80% თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მხარს უჭერს.
“წინასწარი კვლევებით და გათვლებით, ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ, ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები. საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს მოწევის გამო დახურულ სივრცეში წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს. თუმცა, თავისთავად კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში მოგვარდება ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა და საქართველოში მოსახლეობის 80% თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მხარს უჭერს”, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო და ის მიმდინარე წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.