ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “დებატებისას კითხვები და აქცენტები, პრეზიდენტის მანდატის გამოყენების სამართლებრივ საკითხებზე იქნება”

დღეს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური დებატებისას, იქნება კითხვები და აქცენტები პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების და მანდატის გამოყენების სამართლებრივ საკითხებზე.

ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პრობლემურ საკითხებს ინსტიტუციურ ჭრილში უყურებს, რაც ხშირად არ იყო სასარგებლო არც პოლიტიკური პროცესისთვის და არც საგარეო იმიჯის თვალსაზრისით.

“პოლიტიკური დებატების გამართვა კარგია. ეს პროცესი შესაძლებლობას მისცემს უმრავლესობასა და ოპოზიციას პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, აქცენტი მთავარ საკითხებზე გააკეთოს. ეს პროცესი ხშირად სახელდებული იყო როგორც პერსონალური და პიროვნული დაპირისპირება, მაგრამ არ არის პერსონალური საკითხები – არის ინსტიტუციური პრობლემები კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, თუ როგორ ახდენდა პრეზიდენტი საკუთარი უფლებამოსილებების რეალიზებას. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, იქნება კითხვები, გამოსვლებში იქნება აქცენტები, რომელიც ეხება ამ უფლებამოსილების შესრულების და მანდატის გამოყენების სამართლებრივ საკითხებს“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 მაისს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში გამოვა. მარგველაშვილის  გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება.

იტვირთბა....