თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი კანონის აღსრულებისთვის თბილისში 600 პოლიციელია მობილიზებული, ხოლო მთელ საქართველოში 2 000.
ამის შესახებ გადაცემა „ეკონომიქსში“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია, რომ კანონი აღსრულდეს.
როგორც ღვინიანიძე ამბობს, მთავარი მაინც მწეველების დამოკიდებულება იქნება, რომ პატივი სცენ არამწეველებს.