საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ დღეს ვისაც როგორ უნდა ისე აღნიშნავს.
გედევან ფოფხაძის თქმით, რაიმე თარიღის აღნიშვნა-არაღნიშვნა კომიტეტის პრეროგატივა არ არის. ფოფხაძე ასევე ფიქრობს, რომ ინციდენტის გამო სოფიო კილაძის გადადგომის საფუძველი არ არსებობს.
“ვერავინ დაგვაბრალებს მაგ საკითხთან დაკავშირებით შეურიგებლობის პოზიციას”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
“თანასწორობის მოძრაობის” წევრები, რომელთა ორგანიზებითაც სოფო კილაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართებოდა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას დაესწრებიან, ისინი რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ პარლამენტში.