ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში დღეს მცირე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 – 3 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 – 2 მაისს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

იტვირთბა....