ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომში, საკირეს ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბორჯომში 5 000 კვ.მ გავრცელებული ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის ახალციხის სამსახურის უფროსი ილია თავთეთრიშვილი აცხადებს, დასახლებულ პუნქტამდე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ხანძარი სოფელ საკირეში, დღეს, 30 აპრილს, 19:00 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი სოფლიდან შვიდი კილომეტრის დაშორებითაა.

იტვირთბა....