ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყოფილი თანამშრომლები წულუკიანის წინააღმდეგ: სტრასბურგში სარჩელი შევა

იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს წინააღმდეგ, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შევა. ამის შესახებ განცხადება უწყებიდან გათავისუფლებულმა იმ თანამშრომლებმა გააკეთეს, რომელთა გათავისუფლებაც სასამართლოს სამივე ინსტანციამ უკანონო უწოდა.

სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელს აღსრულების ბიურომ განაცდურის ანაზღაურებაზე უარი უთხრა.

უწყებიდან მიღებული წერილობითი პასუხი ანა სუბელიანმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. სუბელიანი არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს.

„ის რომ იუსტიციის სამინისტრო ასე ჯიუტად არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ერთის მხრივ არის მესიჯი მათი მხრიდან რომ სასამართლოს დიდად არანაირი ფასი არ გააჩნია ამ ქვეყანაში და იუსტიციის მინისტრს აქვს ბევრად მეტი ძალაუფლება. სავარაუდოდ მოგვიწევს ევროსასამართლოს და სხვა საერთაშორისო ბერკეტების გამოყენება,“-დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ანა სუბელიანი.
​ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს გაათავისუფლეს. უკანონო გათავისუფლების ფაქტი სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადასტურა და სახელმწიფოს მათთვის განაცდურის სრული ანაზღაურება დააკისრა.

 

იტვირთბა....