პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებულია “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრი გურამ ფალავანდიშვილი. მიზეზი კვერცხების სროლა გახდა.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ ორი აქცია იმართება. “თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან სოფო კილაძის გათავისუფლებას ითხოვს.
ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ კილაძის საქმიანობა და ღირებულებები ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს არ შეესაბამება. აქციის მონაწილეები კილაძის გათავისუფლებასთან ერთად 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღის აღნიშვნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
პარალელურად კონტრაქციას მართავს „მართმადიდებელ მშობელთა“ კავშირი. ორგანიზაციის აქტივისტთა თქმით, ისინი არ დაუშვებენ ქვეყანაში „უმსგავსობა მოხდეს“ და ლგბტ თემმა 17 მაისს აქცია მოაწყოს.
პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.