რისკების შემცირება ბიზნესის წარმატების საწინდარია. ნებისმიერმა კომპანიამ საქმიანობის დაწყების წინ უნდა განსაზღვროს რისკები, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია წარუმატებლობის შანსი.
რისკების შემცირება ბიზნეს საქმიანობაში, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური სარგებელის ნახვა და ამ ყველაფერში აუდიტორული კომპანიის როლი – ამ ყველაფერზე „მეტრონომთან“ აუდიტორული კომპანია „არბიტრანსის“ გენერალური დირექტორი გოჩა ჭოლოკავა საუბრობს.
მეტრონომი: რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიის საქმიანობაში რისკების შემცირება?
გოჩა ჭოლოკავა: რისკის ცნება ბიზნესში შედარებით ახალი დამკვიდრებულია, მაგრამ საკმაოდ ადვილი გასაგებია. ზოგადად, რაც უფრო შემცირდება კომპანიისთვის რისკები, მით უფრო წარმატებული იქნება ის. ნებისმიერ საქმეში ყოველთვის არსებობს რაღაცის რისკი. მოვიყვან ბანალურ მაგალითს: ქუჩაში რომ მიდიოდე, შეიძლება აგური დაგეცეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიარულს თავი უნდა დაანებო. რაც უფრო ნაკლები რისკია ბიზნესში, მით უფრო წარმატებულია ეს საქმიანობა. რისკების შემცირება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს მის ბოლომდე განულებას. თუ არაფერს გააკეთებ, მხოლოდ მაშინ იქნება რისკი ნულის ტოლი, მაგრამ უმოქმედობის დროს ბიზნესიც არ გექნება.
მაგალითად, თუ გაყიდვებში რისკებს შეამცირებ, ეს ნიშნავს, რომ საქონელი მაქსიმალური სარგებელით გაყიდე. თუ ხარჯების არასწორად განკარგვის რისკი შეამცირე, ესე იგი ნაკლები დანახარჯი გექნება. მენეჯმენტის თანამშრომლების რისკი თუ შეამცირე, ესე იგი კვალიფიციური თანამშრომლები გყავს და ა.შ.
ამ ბოლო პერიოდში დასაქმების საიტებს თუ შეხედავთ ნახავთ, რომ ძალიან ბევრმა მსხვილმა კომპანიამ შემოიღო რისკების მართვის განყოფილება. ადრე ამ ვაკანსიებს მხოლოდ ბანკები აცხადებდნენ. ბიზნესმენებს, ზოგადად, ფულის „ზედმეტად“ დახარჯვა არ „უყვართ“. თუმცა, მათ დაინახეს, რომ რისკების შემცირებით, უფრო დიდ მოგებას ნახულობენ და ამ საქმის სპეციალისტები ჭირდებათ. შეიძლება შენ იცი თუ როგორ დაამზადო მაგიდა, მაგრამ როგორ შეფუთო და გაყიდო ის, ეს შეიძლება სხვამ უკეთესად იცოდეს. ყველა სფეროში სპეცალისტი ვერ იქნები. ამას უკვე ჩვენი მსხვილი კომპანიებიც ხვდებიან.
-რას ნიშნავს სააღრიცხვო რისკი და როგორ უნდა მოვახდინოთ საგადასახადო რისკის მინიმალიზაცია?
-სააღრიცხვო რისკი შეიძლება ორნაირად დავყოთ. პირველი, საგადასახადო რისკი, სახელმწიფოსთან ურთიერთობის კუთხით. ეს გულისხმობს, რამდენად სწორად მაქვს გადასახადები დათვლილი და დეკლარაცია შევსებული. თუ გადასახადი შეგნებულად დამალული არ მაქვს და უნებლიე შეცდoმების გამო სწორი გაანგარიშებები არ მაქვს, იმხელა ჯარიმა არ უნდა იყოს, რომ კატასტროფული სიტუაცია შემექმნას. საგადასახადო რისკების შესამცირებლად საგადასახადო კოდექსის მცოდნე ექსპერტია საჭირო. ჩემი აზრით საგადასახადო კოდექსში ზედმეტად ბევრია ბუნდოვანი და ორაზროვანი პუნქტები და ძალიან ბევრი რამ დასახვეწია.
მეორე, ეს არის ფინანსური რისკი. ზოგადად, კომპანიის ნებისმიერი რისკი ფინანსებში ისახება. რასაკვირველია ეს რისკები, საბოლოოდ, წლიურ ანგარიშებშია ნაჩვენები. ფინანსური რისკი მხოლოდ ბიზნესის სწორად ასახვის რისკს არ მოიცავს. წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაბაში კომპანიის ბიზნეს მდგომარეობაცაა ნაჩვენები.
ფინანსური რისკების კარგი ანალიტიკით, ბიზნეს რისკებზე გადიხარ. მაგალითად, ვიცით რომ სასტუმრო ყოველთვიურად ხელსახოცებში 500 ლარს ხარჯავს. რომელიმე თვის ხარჯების მიმოხილვის დროს აღმოჩნდა რომ ხელსახოცებში 700 ლარია დახარჯული. ჩემი აზრით აქედან რამდენიმე რისკი იკვეთება: პირველი-შეიძლება პროდუქცია ძვირადაა ნაყიდი და შესყიდვებშია პრობლემა. მეორე, შესაძლოა, მომწოდებელმა ხელსახოცზე ფასი გააძვირა და ახალი მომწოდებელია საძებნი. ან მესამე, მენეჯმენტის პრობლემაა ანუ არაყაირათიანადაა დახარჯული ან დატაცებულია თანხები. ამიტომაა, რომ სწორად და ბიზნესის შესაბამისად დალაგებულ სააღრიცხვო პოლიტიკაში ყველაფერი ჩანს. მე და ზოგადად, ყველა წესიერ და კვალიფიციურ ფინანსისტსა და აუდიტორს უნდა შეეძლოს ამ რისკების დანახვა და შიდა კონტროლის განხორციელება.
კომპანიას ფინანსური რისკების სამართავად შიდა კონტროლის სისტემა ჭირდება. ჩვენ კომპანიას „არბიტრანს“, შეუძლია დამკვეთსათვის შიდა კონტროლის შემუშავება, დანერგვა ან განხორციელება (შემმუშავებელ-დამნერგავი და განმახორციებელი აუცილებლად სხვადასხვა უნდა იყოს). შეგვიძლია, შევისწავლოთ, ზოგადად დამკვეთი კომპანიის სტრუქტურა და ჩავატაროთ შესაბამისი სამუშაოები.
განვიხილოთ მაგალითი: კომპიუტერული ტექნიკის დისტრიბუციის კომპანია. კომპანია, რომელიც კომპიუტერულ ტექნიკას ყიდულობს და ყიდის. რა შეიძლება იყოს ტექნიკის ყიდვა-გაყიდვის სუსტი მხარეები. უპირველეს ყოვლისა, კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული შტატია საჭირო. ეს არის სპეციფიკური დარგი. თანაშრომლის ღრმა ცოდნა გასაყიდი საქონლის შესახებ მომხმარებელს უფრო მეტი ნდობით განაწყობს. ეს კი ხელს შეუწყობს გაყიდვებს. თანამშრომლების ცოდნის ამაღლება და ამაში თუნდაც თანხის ჩადებაც კი შეამცირებს არაკომპეტენტურობის რისკს. შიდა კონტროლის სისტემაში ერთ-ერთ ნაბიჯია აქტივების კონტროლის მექანიზმების დანერგვა.
ხშირი შემთხვევაა მარაგების დატაცების. რატომ კეთდება კომპანიაში ინვენტარიზაცია? ეს მხოლოდ საგადასახადოს მოთხოვნით არ ხდება. ამით ვიგებთ, რომელიმე თანამშრომელმა რამე ხომ არ მიითვისა. ინვენტარიზაცია შიდა კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია. გაყიდვების რისკი მიცავს მაგაგალითად ფასების დამახინჯებას ანუ კომპანიამ საქონელს სხვა ფასი დაადო და გამყიდველი განსხვავებულ ფასში ყიდის. აქ კომპანია ორმაგად ზარალდება – მყიდველს კარგავს და თანხას ითვისებენ.
სხვათა შორის ამ რისკის აღმოფხვრის პროცესში კომპანიას საგადასახადო ორგანოც ეხმარება. არასწორი ჩეკისთვის კი დააჯარიმებს კომპანიას, მაგრამ ხომ გამოვავლინდება დამრღვევი თანამშრომელი. გარდა ამისა, ეს ნიშნავს პრევენციასაც, რომ სხვა მომსახურე პერსონალმაც იგივე არ გაიმეოროს. ერთ ადგილას ვახორციელებდით შიდა აუდიტს და ხშირად ხდებოდა გადაცდომა. მერე მივაქციეთ ყურადღება და მოლარის მიერ გატარებულ საქონლის შტრიხკოდებს შორის ერთ ციფრში იყო შეცდომა. იმდენად გაცნობიერებული იყო მოლარე, რომ ეს ერთი ციფრი დღის ბოლოს 50 ლარიან ცვლილებას იწვევდა. აი, ამ ყველაფრის სისტემაში მოყვანასა და შიდა კონტროლის მექანიზმის აგებას ჭირდება აუდიტორული კომპანია. კონტროლი აუცილებელია, ადამიანები გადაცდომისკენ მიდრეკილები არიან. მოკლედ, შიდა კონტროლის არ არსებობს შემთხვევეში ბიზნესის წამგებიანობის რისკი იზრდება.
-რატომ „არბიტრანსი“? რა უპირატესობა აქვს თქვენს აუდიტორულ კომპანიას სხვებთან შედარებით?
შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს ფინანსურ რისკთან დაკავშირებით. მაგალითად, აიღე ბანკიდან სესხი საქმის დასაწყებად. თუმცა, სესხს ხომ გასტუმრება უნდა? ვალის აღებისთანავე ფინანსური რისკი გაგეზრდება. აქ უკვე სწორედ აუდიტორულმა კომპანიამ უნდა განსაზღვროს რისკის მართებულობა. აქვს კი კომპანიას ახალი ბიზნესი საქმიანობიდან სესხის დაფრვის რესურსი? თუ აღმოჩნდა რომ სესხის მომსახურებას არსებული ბიზნესიდან აქტივების დახარჯვა ჭირდება, გამოდის რომ ახალი ბიზნესი წამგებიანი ყოფილა და საკითხავია ღირს კი ამ ახალი ბიზნეს-საქმიანობის დაწყება?
„არბიტრანსში“ ვართ ის კვალიფიციური, შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანები, რომლებიც ამ რისკებს სწორად შევაფასებთ, შესაბამის საქმიანობას უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ და რისკებთან დაკავშირებით კომპანიას სწორ რჩევას მივცემთ. აუცილებელია საქმე პროფესიონალებმა ჩაატარონ, კომპანიას აუცილებლად ჭირდება რისკების სწორად შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზნესი მომგებიანი ვერ იქნება.

