ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტს ანგარიში წარუდგინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე „საირიგაციო სისტემების მართვა- შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის“ ანგარიში წარადგინა.

ეფექტიანობის ანგარიშში მოცემულია მონაცემები იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომელიც აუდიტის სამსახურმა საირიგაციო სისტემების მართვის გასაუმჯობესებლად 2014 წლის შემოწმებისას გასცა.
ეფექტიანობის აუდიტში 8 სახის რეკომენდაცია იყო მოცემული, რომლის მთავარ ობიექტს შპს“ საქართველოს მელიორაცია“ წარმოადგენდა. 3 რეკომენდაცია საირიგაციო მომსახურების ხარისხის ზრდასა და წყლის პროდუქტიულ განაწილებას ეხებოდა, 5 რეკომენდაცია კი დარგის სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და საირიგაციო სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას.

2018 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა „ საირიგაციო სისტემების მართვა- შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტმა“ აჩვენა, რომ გაცემული რეკომენდაციების დიდ ნაწილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა და მიმდინარე პრობლემები კვლავ არსებობს. მათ შორის, საირიგაციო მომსახურების საიმედო და თანაბარი მიწოდება აბონენტებისათვის, ასევე ხელშეკრულებების გაფორმებისა და მათი შესრულების პროცესის სრულყოფა და გაუმჯობესება.

პრეზენტაცია რეაგირების ეფექტიანობის შესახებ პარლამენტარებსა და აუდიტის ობიექტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ- გიორგი კაპანაძემ წარუდგინა.

სამუშაო სხდომას გენერალური აუდიტორის მოადგილეები ეკა ღაზაძე და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი წიწილაშვილი ესწრებოდნენ. აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ სამუშაო ჯგუფის სხდომას აუდიტის ობიექტები- სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და შპს „საქართველოს მელიორაციის„ წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები და მხარეთა მოსაზრებები მოისმინეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებმა.

იტვირთბა....