“ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს წინ მმართველი გუნდის შეხვედრა იმართება. “ოცნების” წევრები ამ წუთებში იკრიბებიან. პარტიის ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის ორივე ფრთის – ე.წ. ძველების და ე.წ. ახლების წარმომადგენლები იმყოფებიან. განსახილველი საკითხები უცნობია. ასევე უცნობია რატომ გახდა აუცილებელი დღეს შეკრება იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნებას” პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ ჰქონდა დაგეგმილი.
იტვირთბა....