ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გვარამია: “გამოიკვეთნენ ოპოზიციის მთავარი მოთამაშეები – ნაცები, ევსაქები, ლეიბორები და ირმები”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლელვას ეხმაურება.

“თავს ნუ მოიტყუებთ, NDI კვლევაში 41% “არც ერთ პარტიას” არ ნიშნავს, რომ ეს რაოდენობა არ მივა არჩევნებზე ან მართლა არც ერთ არსებულ პარტიას არ აძლევს ხმას. აფილირებული არაა ეს კვლევა და ეს 41% არაა გაშლილი შესაბამის პარტიებზე. მხოლოდ ნედლი მაჩვენებელია, როგორც ამას ყოველთვის შვრება NDI (რატომ, არ ვიცი, მაგრამ ასეა).

არავითარ დიდ სივრცეს ახალი პოლიტიკური მოთამაშეებისთვის და სიახლის განსაკუთრებულ მოლოდინს ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს. ეს 41% გარკვეული პროპორციით გადანაწილდება – დიდი ნაწილი ოპოზიციაზე (ვვარაუდობ, 3/4, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია), და დარჩენილი (1/4) – ოცნებაზე. ოპოზიციის მთავარი მოთამაშეებიც გამოკვეთილია – ნაცები, ევსაქები, ლეიბორები და ირმები”, – აცხადებს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41%-მა თქვა, რომ ხვალ რომ არჩევნები იყოს, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმა.

იტვირთბა....