თბილისის მერმა კახა კალაძემ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDA) კვლევები შეაფასა და განაცხადა, რომ კვლევებს რეპუტაცია აქვს დაკარგული.
„ჩვენი მიდგომები იცით NDI-სთან დაკავშირებით. მოყოლებული 2012 წლიდან ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს ამ კვლევებს ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. ჩვენ გვახსოვს მათი კვლევები. 2012 წელი ავიღოთ თუნდაც. თუნდაც ყველა არჩევნები, ხო არსებობს ამისი სტატისტიკა, შეგიძლიათ აიღოთ , ნახოთ მათ მიერ ჩატარებული კვლევები რას გვეუბნებოდა. კვლევა რა არის?!-ზოგადად, აჩვენებს მოსახლეობის განწყობას და დამოკიდებულებას. რა შედეგებით მთავრდებოდა არჩევნები?!- შესაბამისად ამით ყველაფერი არის ნათქვამი,“-განაცხადა ჟურნალისტებთან კახი კალაძემ.
გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).