ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც 29 აპრილის ღამეს კლუბიდან დაბრუნდა, ოჯახის წევრმა სახლში გარდაცვლილი იპოვა. სავარაუდოდ, ის  ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

ინფორმაცია ამის შესახებ პირველად ნეტგაზეთისთვის ქალის ახლობლებისაგან გახდა ცნობილი, თუმცა მისი სიკვდილის ფაქტი ნეტგაზეთს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშიც დაუდასტურეს, სადაც გვითხრეს, რომ მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზის პროცესი.

როგორც ნეტგაზეთს გარდაცვლილთან დაახლოებული პირები უყვებიან, ახალგაზრდა ქალი იმ ღამით ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა, სახლში მისვლის შემდეგ კი სავარაუდოდ ძილის დროს გარდაიცვალა. მისი ცხედარი სახლში ოჯახის წევრმა იპოვა. ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხის ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ მიზეზს ინტოქსიკაციას უკავშირებენ.

ნეტგაზეთს ასევე უთხრეს, რომ გარდა აღნიშნული პირისა, იმავე ღამეს კიდევ 6 გოგოს ექსპერტიზა მიმდინარეობდა. ინფორმაციის დასადასტურებლად და დეტალების გასარკვევად ნეტგაზეთმა მიმართა როგორც ექპერტიზის ბიოროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს. უწყებებიდან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

ამ ფაქტამდე ერთი დღის ადრე  ახლად შემოსულ ნარკოტიკულ საშუალებას, მეფედრონით აღნიშნული ნარკოტიკით  ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია  რუსთავი 2–მა  გაავრცელა. როგორც ტელეკომპანია განმარტავს, ამ ნარკოტიკით კლუბიდან გადაუდებელი მედიცინის ცენტრში 2 ადამიანი მოხვდა.

რაც შეეხება თავად მეფედრონს, როგორც თეთრი ხმაურის მოძრაობის მიმართვაშიანათქვამი, ის თეთრი ფხვნილის სახით არსებობს, მას მოიხმარენ ორალურად, სასუნთქი გზების საშუალებით და ინტრავენურად.

ინტრავენური მოხმარება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადამიანი მას სხვა ნივთიერებასთან კომბინაციაში იღებს.

“მეფედრონით თრობის დროს დამახასიათებელი სიმპტომებია: ეიფორია, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მატება, შფოთვა, პარანოია, გულღიაობა, ლაპარაკის სურვილი, მოუსვენრობა, კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ დაუძლეველი შიმშლი.

ძლიერად გამოხატული ზედოზირების დროს შემდეგი სიმპტომები ვლინდება: კიდურების მოძრაობის შეზღუდვა, კრუნჩხვები, გულმკერდის არეში ტკივილი, გულის არითმია, გაუწყლოება, ტინიტუსი, ვასკულიტი ანუ სისხლძარღვების ანთება, სუნთქვის შეჩერება,” – წერია თეთრი ხმაურის განცხადებაში.

იტვირთბა....