ავღანეთში დღეს აფეთქებების სერიას 49 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის FRANCE PRESS-ის ფოტოკორესპონდენტი შაჰ მარაია.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთაგან შვიდი, დაშავებულთაგან კი ექვსი, მედიის წარმომადგენელია.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.