ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

3 მაისს, შესაძლოა, მეტრო გაჩერდეს

მეტროპოლიტენი 3 მაისს დილის 6 საათიდან არ იმუშავებს, რადგან მეტროს მემანქანეები და დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა2013“ გაფიცვას აპირებენ, ამის შესახებ კავშირი „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მეტროს მემანქანეებისხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით მათ მერიასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ უკიდურეს ზომას მიმართეს. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

„ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი – სამართლიანი და ღირსეული ანაზღაურება. 2016 წელსაც ანალოგიური მოთხოვნა გვქონდა, მაგრამ მაშინ პოზიციები დავთმეთ. მერია იძახდა, რომ რესურსები არ იყო და 2017-ში გამოინახებოდა. დაპირება იყო, რომ ხელფასის ზრდა მოხდებოდა. მოლაპარაკებამ სამწუხაროდ შედეგი არ გამოიღო, მედიატორმა აწარმოა სამმხრივი შეხვედრები, სამწუხაროდ უშედეგოდ. მერია და სატრანსპორტო კომპანია აცხადებენ, რომ დღესაც არ არის რესურსი. იძულებული ვართ, გამოვიყენოთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ხუთშაბათს მეტეოპოლიტენი გავაჩეროთ“,- განაცხადა რატი კაპანაძემ.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა2013“-ის ინფორმაციით, გაფიცვას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული 240-ვე მემანქანე აპირებს. მათი მოთხოვნა ხელფასის 44%-ით, ანუ საათობრივი ანაზღაურების 7-დან 10 ლარამდე გაზრდაა.

იტვირთბა....