ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ ცოლზე ძალადობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოლზე ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავა.  დაზარალებული 21 წლის ქალზე სისტემატიურად ძალადობდა. მას   ორი წლის შვილი ჰყავს. ლ.მ.-ს ქმარი  პოლციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ქალის ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს მიმართეს და ქალზე ძალადობის ფაქტი აცნობეს. ლილოს დასახლებაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა პოლიციელების სახლში მისვლისას ქმრის მხრიდან ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო, თუმცა პატრულმა ის სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანა, სადაც ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღმოუჩინეს, თუმცა სავარაუდო მოძალადის მიმართ მაშინ სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, ვინაიდან თავად დაზარალებულმა საჩივარს ხელი არ მოაწერა. ახალგაზრდა ქალმა საჩივარზე ხელმოწერისგან თავი მუქარის გამო შეიკავა.

უწყების ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი დ.ძ., რომელთანაც გოგონა  არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა, მასზე სისტემატურად ძალადობდა, რის გამოც დაზარალებულმა თვითმკვლელობაც კი სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული დ.ძ.  გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, 1996 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს მიმართ ახორციელებდა ძალადობას. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

იტვირთბა....