თუ ესე განვითრდა მოვლენები ორივე ძალა შეასრულებს მისიას. “ოცნება” ძალაუფლებას შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ხოლო “ნაციონალები” მთავარ ძალად დარჩებიან. ეს მათი არაშეთანხმებული, მაგრამ კარგად გათამაშებული პარტიაა, – ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, “ნაციონალებს” ამ ეტაპზე, ხელისუფლებაშ მოსვლის რესურსი არ აქვთ.
“მიხეილ სააკაშვილის ამოცანა დღეს ხელისუფლებაში მოსვლა არ არის. მას კარგად ესმის, რომ არც “ნაციონალურ მოძრაობას” და არც სხვა პარტიების ერთიანობას ამის განხორციელება არ შეუძლია. მისი ამოცანაა, არსებული ვითარება კონსერვაციის რეჟიმში შეინარჩუნოს. სააკაშვილს სურს, “ნაციონალურ მოძრაობას” მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი შეუნარჩუნოს. იმიტომ, რომ ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ახლა ორპოლუსიანობის შენარჩუნება სააკაშვილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
პირდაპირ გეტყვით, ეს “ქართულ ოცნებასაც” აწყობს. ეს არის შულერული თამაში ორ ხელში. თუ ესე განვითრდა მოვლენები ორივე ძალა შეასრულებს მისიას. “ოცნება” ძალაუფლებას შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ხოლო “ნაციონალები” მთავარ ძალად დარჩებიან. ეს მათი არაშეთანხმებული, მაგრამ კარგად გათამაშებული პარტიაა”, – აცხადებს ხუხაშვილი.