ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, – ასე თვლის 63%, არ იცის – 15%, თურქეთი მიაჩნია ყველაზე დიდ საფრთხეს – 8%, აშშ – 5%, არც ერთი – 4%.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხეს 33%-ის აზრით რურული სამხედრო აგრესია წარმოადგენს, 11%-ის აზრით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, 9% თვლის რომ ყველაზე დიდი საფრთხე ტერორიზმია, რუსული პროპაგანდა 7%, , თურქეთის ინტერესები 5%, რელიგიური დაპირისპირებეები 4%, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება 3%, ეთნიკური დაპირისპირებები 2%, ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე 2% , სხვა 8%.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში 26%-ის აზრით ყველაზე მეტად ნატოში გაწევრიანება დაეხმარება, საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მიაჩნია 17%, ევროკაშირში გაწევრიანება 10%, ხოლო 7%-ს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, 6%-ს აშშ-სთან თანამშრომლობა, ხოლო 4%-ს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება. 3%-ს ამისთვის საჭიროდ ნატოს სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსება მიაჩნია, ასევე 3% თვლის, რომ ამისთვის საჭიროა პრორუსული კურსის გატარება. 1%-ის აზრით უსაფრთხოებისთვის საჭიროა სამხედრო ორგანიზაციებში წევრობის უარის თქმა.
NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.