ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გია ხუხაშვილი: “ივანიშვილმა პრობლემები თუ არ გადაჭრა ქვეყანა სისტემურ მარცხს განიცდის”

ვფიქრობ, ივანიშვილისთვის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. თუმცა, ახლა ამოცანები უნდა გადაჭრას და ქვეყანამ დინამიკური განვითარება დაიწყოს, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

“ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ რამოდენიმე შანსი გააჩინა. პირველი ის, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი აღდგება და ფორმალურ მმართველობაზე სპეკულირება დასრულდება. თუმცა, ეს საკმარისი არაა. კი ბატონო, შეიძლება მმართველობით სისტემის არასტაბილურობა გადავლახოთ, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც არის სახელმწიფოებრივი მაღალი რისკები ძალიან ბევრი მიმართულებით, სოციალური, ეკონომიკური, საგარეო, საშინაო და ა.შ. ბიძინა ივანიშვილს იმის კომფორტი აღარ აქვს, რომ პირველი ამოცანის გადაჭრით დაკმაყოფილდეს.

მას ძალიან სერიოზული ამოცანები უდევს წინ და მათი გადაწყვეტის გარეშე საზოგადოება კმაყოფილი არ იქნება და შესაძლოა, ისევ გაჩნდეს არასტაბილურობის კერები. ვფიქრობ, ივანიშვილისთვის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. თუმცა, ახლა ამოცანები უნდა გადაჭრას და ქვეყანამ დინამიკური განვითარება დაიწყოს. სხვა შეემთხვევაში, ივანიშვილი სისტემურ მარცხს განიცდის, რასაც არც მას და არც ქვეყანას არ ვუსურვებ”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებით, პარტიამ ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პოსტი შესთავაზა, რაზეც მისივე თქმით, ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.

იტვირთბა....