ჩემი მსოფლმხედველობა პარტიულ მოღვაწეობასთან შესაბამისობაში არ მოდის, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გავრცელებულ ცნობას მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.
“მე რომ აქტიური პოლიტიკა მდომოდა, იქ ვიყავი და რაღას წამოვიდოდი. ჩემი მსოფლმხედველობა პარტიულ მოღვაწეობასთან შესაბამისობაში არ მოდის. რაღაც ეტაპზე შეიძლება ვიხილავდე სახელმწიფო მოღვაწეობა, მაგრამ არა პარტიულ საქმიანობაში მოღვაწეობას. ასე რომ, ვინც ამით შეშფოთდა, ყველას ტკბილ ძილს ვუსურვებ. ჩემი ამ პროცესებში ჩართვის შანსი არ არსებობს. თუმცა, ეს სახელმწიფო მსახურებას არ გამორიცხავს. სხვადასხვა სახით მე ისედაც სახელმწიფო სამსახურში ვარ”, – აცხადებს ხუხაშვილი.