ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი: რუსეთის ცივი ომის პოლიტიკა ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია

თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა.
ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა იმ გამოწვევაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ნატოს მხრიდან აღმოსავლეთ მიმართულების გაძლიერება, როცა დასავლეთი ცივი ომის ინიცირების ფაზაში იმყოფება.
„გასააზრებელია ის რთული გარემოება, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით სწორედაც ამ ახალი ფაზის წინ, ცივი ომის ინიცირების მცდელობისა. სწორედ ეს პოლიტიკა იქნა დეკლარირებული რუსეთის მიერ და ეს პოლიტიკა ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელიც არსებობს ნატოში ამ პოლიტიკის საპირისპიროდ თავისი აღმოსავლეთ მიმართულების გაძლიერებისა და გამთლიანებისკენ“- განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....