ახალი ამბები მთავარი სამართალი

სვანეთის პოლიციის დანაყოფებში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ

სვანეთის პოლიციის დანაყოფებში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ, ამის შესახებ ინფორამციას შსს ავრცელებს.

შსს-ს განცხადების თანახმად, ახალი ხელმძღვანელები შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონულ სამმართველოს ლაშა ბაკურაძე უხელმძღვანელებს. ბაკურაძეს შინაგან საქმეთ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.

სამმართველოს უფროს მოადგილედ ზაზა ელბაქიძე და ზურაბ ლომიტაშვილი დაინიშნენ. სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელები უბნის ინსპექტორთა განყოფილებას, ასევე ხაიშის, ბეჩოს და იფარის პოლიციის განყოფილებებს ეყოლება.

„შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა. 30 აპრილიდან, დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უსაფრთხოებას დაიცავს.

მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის/რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ცვლილებების მიზანია ჩვენს მოქალაქეებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე საპოლიციო-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა.“- ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.

იტვირთბა....