„სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში“ – განაცხადა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ვანსა და ხონში საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს საკუთარ Facebook გვერდზე გამოემხაურა.
„მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ! სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.

